ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება

გამოქვეყნდა:

ადგილობრივი მედია Jnews-ს 8 აგვისტოს ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების კადრებს ავრცელებს. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს პირი, რომელმაც ჩხუბის დროს 27 წლის კაცს ცეცხსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ახალქალაქში მდგომარეობა სოფელ კულიკამის მცხოვრების, ვართიკ მირანიანის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა. ადგილობრივები არ საუბრობენ დეტალებზე, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა, ტერიტორია სპეცრაზმმა გუშინ, 9 აგვისტოს დატოვა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში დაპირისპირება სოფელ კულიკამში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. დაპირისპირებისას გარდაიცვალა 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც ადგილობრივი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი