ჩეჩნეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი, რამზან ჩერხიგოვი Azimuth Airlines-ის აღმასრულებელ დირექტორს, ედუარდ ტეპლიცკის შეხვდა. "ჩეჩენია თუდეი" წერს, რომ მხარეებმა განიხილეს არაერთი "პერსპექტიული პროექტი". საუბარი შეეხო გროზნოსა და სხვადასხვა ქალაქებს, მათ შორის თბილისთან პირდაპირი ფრენების დაწყებას. 

"შეხვედრაზე გამოიკვეთა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის არაერთი მიმართულება, მათ შორის ფრენები ქალაქებში სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისისა და ჯედაში", - განაცხადა ჩერხიგოვმა.

მედიის ცნობით, მან იმედი გამოთქვა, რომ გეგმების განხორციელება ხელს შეუწყობს რესპუბლიკის მცხოვრებლების კომფორტს, ასევე დადებითი გავლენა ექნება ტურიზმზე.

ცნობისთვის, რუსულმა კომპანია Azimuth Airlines-მა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მაისში მიიღო. კომპანია რეისებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ასრულებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი