რუსეთში იგორ გირკინი დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, იგორ გირკინი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა RBC.RU უსაფრთხოების სამსახურის ორ თანამშრომელზე და გირკინის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, გირკინი საკუთარ სახლში აიყვანეს, სადაც საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავება კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნით მოხდა. 

მოგვიანებით გირკინის Telegram არხზე მისი ცოლის წერილიც გამოჩნდა, რომელმაც დაკავება დაადასტურა.  როგორც ის წერს, მომხდარის დროს ის სახლში არ იმყოფებდა. 

"მეგობრებისგან მოვახერხე გამეგო, რომ ჩემი ქმარი დააკავეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლით (ექსტრემიზმი)," - წერს გირკინის ცოლი.

გირკინი რუსი ულტრანაციონალისტი და პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინაში დაწყებულ ომს. აგრესორი ქვეყნის უკანასკნელი წარუმატებლობის გამო, მან აქტიურად დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკა. ივნისში გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაში, გირკინმა თქვა, რომ პუტინმა პოსტი უნდა დატოვოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი