გაუხსნელი მეილები და სოციალური ქსელები - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. გარდაცვლილი გოგონას მშობლები და ადვოკატი საგამოძიებო უწყებამ ისევ სოციალური ქსელებისა და მეილების გახსნის საკითხზე დაიბარა.

გუშინ 10 აგვისტოს, როდესაც ბაჩალიაშვილები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ, გაირკვა რომ ექსპერტბმა ვერც გარდაცვლილი გოგონას პირადი Facebook გვერდი და ვერც სამსახურებრივი მეილები ვერ გახსნა. 

ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილს ორი Facebook გვერდი ჰქონდა, აქედან ერთი გაურკვეველ ვითარებაში გაუქმდა, მეორეს გახსნა კი ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ბაჩალიაშვილის ოჯახს და მათ ადვოკატს ერთ ერთი მთავარი შეკითხვა, სწორედ გაუქმებულ Facebook-თან დაკავშირებით აქვთ და აინტერესებთ რა ვითარებაში და როდის წაიშალა ის. 

შსს-ში შესვლამდე ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ არც დღეს აქვს განსაკუთრებულ მოლოდინი, თუმცა თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ გამოძიებასთან ის კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ თხოვნას- საქმეში ჩაერთოს აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი