"კონფლიქტი საქმიანობიდან გამომდინარე არ ყოფილა" - პირი, რომელმაც ბიზნესმენი ტატო გურგენიძე დაჭრა დავით გაბისკირიაა

გამოქვეყნდა:

პირი, რომელმაც ბიზნესმენი ტატო გურგენიძე დაჭრა, დავით გაბისკირიაა. გაბისკირია სამართალდამცველებმა წუხელ დააკავეს. თავად დაჭრილი ტატო გურგენიძე კი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. 

როგორც იურიდიულ ფირმა "ჯიემჯიში" აცხადებენ, ბიზნეს შეხვედრა მართლაც იმართებოდა მათთან, თუმცა ტატო გურგენიძესა და დათო გაბისკირიას შორის დაპირისპირება ბიზნეს საქმიანობას არ უკავშირდებოდა. 

როგორც კომპანიის წარმომადგენელი გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, კონფლიქტი სულ სხვა მიზეზის გამო დაიწყო.

"დავა როგორც ასეთი ამ ადამიანებს შორის არ არის, არც სასამართლოში, არც სასამართლოს გარეშე. ერთი ჩვეულებრივი საქმიანი შეხვედრა იყო და ის კონფლიქტი, არ არის გამოწვეული საქმიდან გამომდინარე. საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა შეხვედრა, მაგრამ კონფლიქტი საქმიანობიდან გამომდინარე არ ყოფილა", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სროლა მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული იურიდიული ფირმის შენობაში გუშინ, 25 ივლისს მოხდა.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი