ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

გამოქვეყნდა:

უბედური შემთხვევა ფონიჭალაში. საცხოვრებელი კორპუსიდან 39 წლის მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა.

მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა კონფლიქტი გამხდარიყო, თუმცა მეზობლებს მომხდარის კონკრეტულ ვერსიებზე საუბარი უჭირთ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი