დღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ივნისისა და ივლისის თვეებში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე მეტის, 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს, ყველაზე ნაკლების, 13%-ის კი პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ილია II-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს აქვს.
კეთილგანწყობის მიხედვით პატრიარქის შემდეგ პროცენტულობა შემდეგია:
ჩამოთვლითაგან 14%-ს არ გაუგია ბადრი ჯაფარიძის სახელი, 5%-ს ალეკო ელისაშვილის, ხოლო 4%-ს არჩილ თალაკვაძის.
ყველაზე დაბალი ნეგატიური რეიტინგი ილია II-ს შემდეგ აქვს ამირან გამყრელიძეს - 17%, გიორგი გახარიას 31% და კახა კალაძეს 37%, ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი კი ზურაბ ჯაფარიძეს - 72%.
კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია.