სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში დაუდასტურეს. 

ამ დროის მონაცემებით, საერთო ჯამში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.

რაჭაში მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა.

ამავე თემაზე:

მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი აღარ არის, განმეორების საფრთხე არ არსებობს - გეოლოგი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი