სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

მაშველებმა შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. რაჭაში დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში დაუდასტურეს.

ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება, მაშველები 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია 400-მდე მაშველი, პროცესში ჩართულია ორი ვერტმფრენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 

სტიქია შოვში - რა ვიცით ამ დროისთვის [განახლებადი]

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი