პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ისევ შემოღობეს

გამოქვეყნდა:

დაუსრულებელი სამუშაოები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამჯერად დედაქალაქის მთავარობამ საკანონმდებლო ორგანოს უკან მდებარე სკვერის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. 

ტერიტორია ისევ სამშენებლო მოედნად არის ქცეული. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა, რომ ახალგაზრდებმა პროტესტი ვერ გამოხატონ. ინფორმაციასა და ფოტომასალას მოძრაობა "სირცხვილია" ავრცელებს.

მანამდე კი, მწვანე ღობით შემოსაზღვრულ პარლამენტს, კიდევ ერთი მწვანე ღობე შემოავლეს. 
პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 22 იანვარს დაიწყო. მაშინ თბილისის მერიამ ტერიტორია მწვანე ღობით შემოსაზღვრა. უწყებაში ამბობდნენ, რომ იქ ფილების დემონტაჟი, საკომუნიკაციო ჭების მოწყობა და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთება, აუცილებელი იყო. 

ამ ტერიტორიაზე ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პერმანენტულ აქციებს მართავდა. სამუშაოების დაწყებამდე, წინასაახალწლოდ, მერიის წარმომადგენლებმა სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღეს და მის ადგილას საბავშვო ატრაქციონები ჩადგეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი