2008 წლის მოვლენებში აზერბაიჯანის როლი არ არის საკმარისად დაფასებული. ჩვენმა მოძმე მეზობელმა აგვიწყო საწვავის მომარაგების ინფრასტრუქტურა და ფინანსების მიღების გზები - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

2008 წლის მოვლენებში აზერბაიჯანის როლი არ არის საკმარისად დაფასებული - წერს სოციალურ ქსელში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იმ დახმარებაზე საუბრობს, რომელიც მეზობელმა ქვეყანამ ომის მძიმე დღეებში საქართველოს აღმოუჩინა:

"2008 წლის მოვლენებში აზერბაიჯანის როლი არ არის საკმარისად დაფასებული. ჩვენმა მოძმე მეზობელმა სახელმწიფომ აგვიწყო საწვავის მომარაგების ინფრასტრუქტურა და ფინანსების მიღების გზები, რაც გადამწყვეტი იყო ქვეყნის გადასარჩენად.

სამხედრო სფეროში აზერბაიჯანის მაშინდელ მხარდაჭერაზე ალბათ თვითონ აზერბაიჯანმა უნდა ისაუბროს, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

მინდა პირადად დიდი მადლობა ვუთხრა ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს" - წერს მიხეილ სააკაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი