საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ძალებს ზრდის

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ძალებს ზრდის. მაკრონი თურქეთს მოუწოდებს, უარი თქვას ბუნებრივი აირის ცალმხრივად მოპოვების განზრახვაზე, რათა შესაძლებელი გახდეს მშვიდობიანი დიალოგის გამართვა.

ივლისში მაკრონმა ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაეწესებინა ანკარასთვის, რომელიც, მისი თქმით, საბერძნეთისა და კვიპროსის ტერიტორიული წყლების სუვერენიტეტს არღვევს. საბერძნეთის პრემიერმინისტრმა მაკრონს ამ ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი