ბრაზილიური ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა

გამოქვეყნდა:

ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ინფორმაციას ქალაქ შენჟენის ხელისუფლება ავრცელებს.

ქალაქის ჯანდაცვის უწყებამ ტესტირება ყველა იმ ადამიანს ჩაუტარა, რომელსაც დავირუსებულ საკვებთან კონტაქტი შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა ყველა ანალიზის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა. პეკინში მდებარე ბრაზილიის საელჩოს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი მსოფლიოში ჩინეთის ვუჰანის პროვინციიდან გავრცელდა. ჩინეთში ამ დროისთვის worldometers-is მონაცემებით კოვიდ 19-ის 84,756 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გარდაიცვალა 4 634 და გამოჯანმრთელდა 77 278 ადამიანი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი