ლოს-ანჯელესის მახლობლად ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა

გამოქვეყნდა:

ლოს-ანჯელესის მახლობლად ტყეში ხანძარი კვლავ მძვინვარებს. მეხანძრეები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის ალი 4 000 ჰექტარზეა მოდებული. სტიქიის შედეგად დაშავებულების, დაღუპულების ან საკუთრების განადგურების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. ევაკუაციის ზონაში მოხვედრილია ასამდე შენობა-ნაგებობა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ლოს-ანჯელესის მახლობლად  2020 წლის 12 აგვისტოს გაჩნდა. ამერიკის სატყეო სამსახურის სპეციალისტების განმარტებით, რეგიონში ხანძარის გავრცელების მთავარი მიზეზი მაღალი ტემპერატურა და ქარი გახდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი