მარნეულში სამგზავრო მიკროავტობუსის მართვისას მძღოლი გულის შეტევით დაიღუპა

გამოქვეყნდა:

მარნეული-სადახლის მიმართულებით, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი გულის შეტევით გარდაიცვალა.

სოფელ ხოჯერნში მცხოვრებმა 60 წლის ნარიმან ხუდიევმა მართვის დროს კონტროლი დაკარგა და მანქანა ბოძს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფ მგზავრებს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი