დრონებით თავდასხმა მოსკოვისა და ბრიანსკის ოლქებში - რუსეთის დედაქალაქში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა

გამოქვეყნდა:

მოსკოვში "ვნუკოვოსა" და "დომო-დედოვოს" აეროპორტებში თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ზოგიერთი ავიარეისი გადაიდო, ზოგი - გაუქმდა, ნაწილი კი - "შერემეტევოსკენ" გადაამისამართეს. "დომოდედოვოს" აეროპორტში აცხადებენ, რომ დროებითი შეზღუდვები უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველსაყოფად დაწესდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვსა და ბრიანსკის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე თავდასხმა მოხდა. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, მოსკოვთან აფეთქებების ხმები გამთენიისას ისმოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი