უკრაინის სპეცრაზმი დროებით ოკუპირებულ ყირიმში | ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში სპეცრაზმი შეიყვანა. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ანექსირებულ ტარხანკუტის კონცხზე სოფელ მაიაკთან ბრძოლა დილის ოთხი საათიდან დაიწყო. 

ცნობილია, რომ მაიაკში მდებარეობს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მე-3 რადიოტექნიკური პოლკის ბაზა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაიაკთან ბრძოლის შესახებ არაფერი უთქვამს. 

ამ დროისთვის ბევრი დეტალი დაზუსტებული არ არის - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფები გადმოსხეს.

''სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ნახევარკუნძულის ტერტორიაზე დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით სპეცოპერაცია ჩაატარა. მიზნები მიღწეულია, პერსონალს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. სპეცოპერაცია გრძელდება, ჩვენ არ ვამხელთ ყველა დეტალს, მოწინააღმდეგის მხარეს არის დანაკარგებიც, როგორც პერსონალის ასევე იარაღის მხრივაც. დანაკარგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება" - განაცხადა იუსოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი