ავარია მარნეულში | ერთ-ერთი ბანკის ფილიალში მანქანა შევარდა

გამოქვეყნდა:

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში ავტომობილი შევარდა, მანამდე კი ის ორ ქვეითს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის შედეგადაც მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. 

შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი