კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს - ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

პირველი შეხვედრა 31 აგვისტოს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტთან  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გაიმართება.

"31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი