უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკა ახვლედიან, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამ წუთებში მისი სამოქალაქო პანაშვიდი თავისუფლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი სამების ეკლესიაში, მიმდინარეობს, სადაც მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები იმყოფებიან.
42 წლის მებრძოლი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ის მტრის შეტევას ბახმუტთან ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 51-ე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი