კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურთან ერთმანეთს ლაგოდეხი- თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსი და მერსედესის მარკის ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავდნენ ტრანსპორტში მყოფი მგზავრები. ისინი სხვადასხვა ტიპის დაზიანებებით, საგარეჯოს საავადმყოფოში სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
ავარიის გამომწვევ ერთ- ერთ სავარაუდო მიზეზად, უამინდობის გამო გაძნელებული ხილვადობა სახელდება.
ავტორი: ია გულიაშვილი