კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მისმა ხელისუფლებამ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე უარი თქვა და ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებულ დოკუმენტაციას ითხოვს. მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია იქნება ნატოს წევრობა და კალაძე ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას ასეთი ლექსიკით მიმართავს:
"საქართველოს ერთადერთი რაც დაიცავს, უსაფრთხოების გარანტია, ეს არის ნატოს წევრობა. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ ბატონო, არ გვინდა ეს ღია კარი და გვესმის უკვე წლებია, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა. თუ აქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და გახადეთ ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი." ამბობს კალაძე
"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ქართულ ოცნებას ბაზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესთავაზა და უარი მიიღო. ფაქტი კი ხელისუფლებამ დამალა. მიზეზად "ოცნებამ" რუსეთის "არგაღიზიანება" დაასახელა.