სტიქია ლაგოდეხში - დაიტბორა პირველი სართულები და სარდაფები

გამოქვეყნდა:

სტიქია ლაგოდეხში - ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა სოფელ პატარა გორში მდინარის ხიდი, ახლად დაგებული გზის ნაწილი, ერთწლიანი ნარგავები, საყოფაცხოვრებო ავეჯი-ტექნიკა და სურსათი დააზიანა. 

ადგილობრივები "მთავარ არხს" უყვებიან, რომ ხიდი ერთი თვის წინ დამონტაჟდა, რაშიც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა. მათივე ინფორმაციით, სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა და 20-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები დაეტბორა. 

დაზარალებულებთან ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ არ გამოჩენილან. 

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი