ქუთაისის აეროპორტში წყალი ისევ ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისის აეროპორტში წყალი ისევ ჩავიდა. წყალი ასაფრენი სივრცის დარბაზში იდგა. ახლა ტერიტორიას აეროპორტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ასუფთავებენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წყალი რამდენიმე თვის წინაც ჩავიდა. მაშინ ჭერის ფრაგმენტიც ჩამოინგრა და ფრენები დროებით შეწყდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი