თამარ ბაჩალიაშვილი ნორვეგიაში, პოლიტიკური თავშესაფრით იყო დაინტერესებული - ინტერვიუ ნორვეგიის მოქალაქესთან

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილი ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრით იყო დაინტერესებული. "მთავარი არხის" ეთერში გადაცემა "მთავარ აქცენტებში", ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს, ნორვეგიის მოქალაქემ, თეონა ყურუამ დეტალურად და ქრონოლოგიურად  გაიხსენა ბაჩალიაშვილთან კომუნიკაცია და აღნიშნა, რომ გოგონა საქართველოდან წასვლას გეგმავდა.

როგორც ყურუა ამბობს, ბაჩალიაშვილი მას პირველად წლის დასაწყისში, ინვარში, სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ჯერ ნორვეგიაში სწავლის პირობებით დაინტერესდა, ამის შემდეგ კი მეორე კონტაქტისას ყურუას პირდაპირ ჰკითხა - რა იყო საჭირო პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად. 

თეონა ყურუა ამბობს, რომ თამარს აინტერესებდა, როგორ ხდება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა ნორვეგიაში.  ყურუა იხსენებს, რომ ბაჩალიაშვილმა მას მისწერა, რომ თავშესაფრის მოთხოვნისთვის "საკმაოდ კარგი მიზეზი" და შესაბამისი, დამადასტურებელი საბუთებიც ჰქონდა.

თონა ყურუა იმასაც ამბობს , რომ თამარს ისეთ ქვეყანაში უნდოდა წასვლა, საიდანაც უკან დაბრუნება აღარ მოუწევდა.

უნდოდა წასულიყო ისეთ ქვეყანაში სადაც უკან დაბრუნება არ მოუწევდა, რადგან აღნიშნა, რომ უკან დაბრუნებას ვერ შეძლებდა- ამბობს თეონა ყურუა "მთავარ აქცენტებში" სატელეფონო საუბრისას.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილთან კონტაქტის შემდეგ, მის სოციალურ ქსელზე კიბერშეტვა განხორციელდა.
 


 

 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი