სპეცრეისი მინსკიდან - საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს. ჯერჯერობით ზალკალიანის უწყებას არ გაუკეთებია განცხადება, იმყოფებოდა თუ არა ბელარუსში საქართველოს დელეგაცია და საქარველოს ელჩი ბელარუსში, ვალერი კვარაცხელია. 

"მთავარი" სამინისტრო პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს ჯერ არ პასუხობენ. ამასთან, მათ არც წერილობითი განცხადება გაუვრცელებიათ და ეს იმის მიუხედავად, რომ მინსკში საიდუმლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თითქმის 1 საათის წინ გავრცელდა.

"მთავარის" ინფორმაციით, თბილისში სპეცრეისით ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს, ასევე გავრცელებული ცნობებით, ბორტზე, ბელარუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელიაც იმყოფებოდა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მძახალია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზალკალიანი თავადც იყო 2008 წელს, ბელარუსში საქართველოს საგანეგბო და სრულუფლებიანი ელჩი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი