გაიხსნება თუ არა გზა ოკუპირებული ცხინვალის გავლით | რაზე ისაუბრეს ვლადიკავკაზში

გამოქვეყნდა:

ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, გაიხსნება თუ არა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზა ოკუპირებული ცხინვალის გავლით? ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ ვლადიკავკაზში გამართულ შემხვედრაზე ქართულ-რუსულმა ბიზნესდელეგიაცამ ეს საკითხი მთავარ განსახილველ თემად აქცია.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ადასტურებს რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე. ირკვევა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში იყო რუსეთის ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე იური ბალაშოვი და რუსეთის სამრეწველო-სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ პადალკო.

შეხვედრის დაწყებამდე კი დელეგაცია ზემო ლარსის საგუშგოს ეწვია. შევა თუ არა "ქართული ოცნება" კრემლთან გარიგებაში და წავა თუ არა საქართველოს ხელისუფლება მორიგ დათმობაზე პუტინთან - ჯერჯერობით მმართელი პარტია გავრცელებულ ცნობებს უარყოფს.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი