"სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ივანიშვილის მითითების გარეშე სებ-ის გადაწყვეტილების შეცვლას ვერავინ გაბედავდა. რუსული ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს!" | "ლელო"

გამოქვეყნდა:

"სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ივანიშვილის მითითების გარეშე სებ-ის გადაწყვეტილების შეცვლას ვერავინ გაბედავდა. რუსული ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს!", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" განცხადებაშია საუბარი. პარტია ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების შეცვლას ეხმაურება. 

"ლელოს" განცხადება

სებ-ის ბრძანება ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად მიტაცებულია. რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითება, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეცვლას ვერავინ გაბედავდა. 

საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრული სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ინტერესების გატარებაში ბრალდებული პირის ინტერესების დასაცავად, სებ-ი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას, ასევე, ყველა მოქალაქეს, ვინც ამ სისტემით სარგებლობს. ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დივერსიის ტოლფასია. 

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის ბედი, ნათია თურნავასა და საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ასევე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადასაწყვეტი ხდება, ეს ამ ხელისუფლების არაადეკვატურობისა და ანტიეროვნულობის კიდევ ერთი მაგალითია.

ამ გადაწყვეტილებით, საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას. რუსული ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს!, - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი