ეროვნული ბანკის საბჭო ნიკოლოზ გაგუამაც დატოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთმა, მესამე წევრმა დატოვა. ნიკოლოზ გაგუამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და მას უფლებამოსილება 2 თვის შემდეგ შეუჩერდება.

ნიკოლოზ გაგუა ცენტრალურ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა.

დღესვე საბჭო ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დატოვეს.

ეროვნული ბანკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 19 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძისთვის გამონაკლისი დაუშვა და საერთაშორისო სანქციების დაწესების მიუხედავად, მას ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი