შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაცის, რომ ცოტა ხნის წინ მტკვარში ბარ "ბაუჰაუსიდან" დაკარგული გოგოს, ბაია ბერუაშვილის ცხედარი იპოვეს. ამ თემაზე უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა კაცზე, - წერია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "ბაუჰაუსის" ორი თანამშრომელი, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვი სამი დღის წინ, გამთენიის 5 საათზე ბარიდან გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან. ბოლო ადგილის, სადაც ისინი შენიშნეს იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ვერცხლი ქუჩა იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00საათზე შემოვიდა.
საქმეზე გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.