თავდასხმა ენმ-ის დეპუტატზე - თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე გლდანში, პირველი მიკრორაიონში, საკუთარ სახლთან სცემეს. ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ნაცემები არიან შუკაკიძის მეგობრებიც, რომლებიც თავდასხმის დროს, მასთან ერთად იმყოფებოდნენ. როგორც მელია ამბობს, თავდასხმაში დაახლოებით 60 ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ე.წ. კანონიერი ქურდის, შუკაკიძის ძმა. მელიას თქმით, თავდასხმა თბილისის საკრებულოში დღეს მომხდარი ჩხუბის გაგრძელებაა:
"სულ რაღაც ნახევარი საათის წინ, მას შემდეგ რაც ეძგვერაძე მობრუნდა სახლში, პირველ მიკროში, იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად და მას თავს დაესხა დაახლოებით 50-60 ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი. კანონიერ ქურდ შუკაკიძის ძმა, ტატო ხუნდაძე, რომელიც გლდანის გამგეობაში მუშაობს, ქართული ოცნების შპანა და უსასტიკესად გაუსწორდა ყველას, ვინც ადგილზე დახვდათ" ამბობს ნიკა მელია.
ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება.
ნაცემ დეპუტატს პირველი დახმარება სასწრაფომ ადგილზე აღმოუჩინა.