გლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. ადგილზე ამ წუთებში ვითარება დაძაბულია. შეგახსენებთ, საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატის ცემის შემდეგ გლდანში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა პოლიციელებთან.
შეგახსენებთ, გლდანში, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს რამდენიმე ათეულმა მოძალადემ ხელკეტებითა და ბლაგვი საგნებით სასტიკად სცემა. თავდასხმა მოულოდნელად მოხდა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, იმ დროს როდესაც საკრებულოს დეპუტატი სხდომის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.