სოფელ შავშვებთან ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა

გამოქვეყნდა:

დასავლეთისკენ მიმავალ ავტობანზე, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას mozaikanews ავრცელებს. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მგზავრებს სერიოზული დაზიანება არ მიუღიათ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ჯგუფები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებას გულისხმობს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი