ჩვენი ინფორმაციით თავდასხმაში სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ, ყველას ვიკვლევთ - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ გლდანში, გუშინ მომხდარ ძალადობასა და ოპოზიციონერებზე თავდასხმაში სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ:

''ეს არ იყო წახალისება ეს იყო ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი სპეცოპერაცია, სადაც ყველას ჰქონდა თავისი როლი. ზარნაძემ შეამზადა ფონი, სუს-ს ჰქონდა როლი რომ ადევნებოდა ამ ხალხს  და ყველაზე მოწყვლად პერიოდში დასხმოდნენ ხალხს. სპორტსმენებს, რომლებიც იქ მონაწილეობდნენ - ჩვენ ყველას ვიკვლევთ. იქ სპორტსმენებიც იყვნენ ჩვენი ინფორმაციით და აბსოლუტურად ყველაზე გვექნება ინფორმაცია'' - ამბობს ხოშტარია "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას. 

შეგახსენებთ, გუშინ, 22 სექტემბერს გლდანში, ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის მეგობრებს ხელკეტებით შეიარაღებული  40-მდე პირი დაესხა თავს და სასტიკად სცემა. მომხდარს კი წინ უძღოდა დედაქალაქის საკრებულოში მომხდარი ჩხუბი ეძგვერაძესა და "ოცნების" მაჟორიტარ კოტე ზარნაძეს შორის.

სწორედ ზარნაძის კვალს ხედავენ მომხდარში ეძგვერაძეც და მისი თანაგუნდელებიც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი