სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რიგაში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. პოსტი მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი აგრძელებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

"გმადლობთ, საქართველოს გვერდით დგომისთვის წლების განმავლობაში. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე (ტვიტერი).

27 სექტემბერს პრეზიდენტს, ვილნიუსში, ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედას აქვს შეხვედრა დაგეგმილი.

გუშინ სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა. იხილეთ: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი