1 დღე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე | პროცედურები, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციოში ისტორიული სხდომა ჩატარდება

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი. ქვეყნის მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ევროპაში მთავრობის ნებართვის გარეშე გამგზავრებით კონსტიტუცია უხეშად დაარღვია და ამის გამო პოსტი უნდა დატოვოს. საქართველოს სახელმწიფოს არსებობის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის მეთაურის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.

მოსამართლეები მზად არიან და თანაც ისეთი სულისკვეთებით, რომ არ გამორიცხავენ, აუცილებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტი იძულებით გამოკითხონ. ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობისთვის შეზღუდული ვადა აქვს, მაგრამ ხანგრძლივ მსჯელობას არც არავინ მოელის. ყოფილი მოსამართლეები და იურისტები პალატის წევრების მოწყვლადობასა და იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობაზე მიუთითებენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი