"ამ შავი დღისთვის შურს ვიძიებთ" - ნეთანიაჰუ ღაზას მცხოვრებლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი

გამოქვეყნდა:

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მოქალაქეებს მიმართავს და პირობას დებს, რომ გამოიყენებს ყველა ძალას ჰამასის შესაძლებლობების გასანადგურებლად. პრემიერი ხალხს ასევე პირდება, რომ ის რაც დღეს მოხდა, "აღარასდროს განმეორდება".

მისი თქმით, ჰამასმა დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი, რომლის სამიზნე იყო უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები - „ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი მძიმე იქნება“, - ამბობს ის.

ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს უნახავს ისრაელს და ეს აღარასოდეს განმეორდება… თავდაცვის ძალები დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალას ჰამასის შესაძლებლობების გასანადგურებლად და ამ შავი დღისთვის შურს ვიძიებთ.

ისრაელი აქცევს ნანგრევებად იმ ადგილებს სადაც იმალება ჰამასი" ამბობს ისრაელის პრემიერი და ღაზას მცხოვრებლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი.

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი