ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა - გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო, ინფორმაციას კი პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში სკოლები დახურული იქნება. იზღუდება საჯარო სივრცეში შეკრებაც - ღია სივრცეში შეკრება მხოლოდ ათ ადამიანს, შენობაშ კი 50-ს შეეძლება.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
ამ დროის მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.