თეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობას არ აკონკრეტებს.
როგორც CNN-ს წყარომ განუცხადა, დაიღუპა სულ მცირე 4 ამერიკელი. მისივე თქმით, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის თქმით, აშშ-ის მთავრობა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და აგრძელებს კონტაქტს ისრაელის ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.
ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 2 200-ს აღემატება. ასევე, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 400-ზე მეტი პალესტინელი.