ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა - IDF

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის, დანიელ ჰაგარის ცნობით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 123 სამხედრო დაიღუპა.

არსებული ცნობებით, ორივე მხრიდან 1 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც "ჰამასის" დაჯგუფებამ ღაზადან ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა დაიწყო. 

ისრაელის თქმით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს. მათ შორის 260 ადამიანის ცხედარი მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე იპოვეს, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა. დაშავებულია 2 500 ადამიანი.

რაც შეეხება ღაზას, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, დაღუპულთა რიცხვი 700-ს, დაშავებულთა კი 4000-ს აჭარბებს. ამასთან, პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაეროს სააგენტოს ინფორმაციით, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 180 000-ს აღწევს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი