"ომის კანონები უნდა იყოს დაცული... მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ" | გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელმა ისრაელში კონფლიქტში მყოფებს ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მარტინ გრიფიტის თქმით, ომის კანონები დაცული უნდა იყოს.

"ომის კანონები დაცული უნდა იყოს. ტყვეობაში მყოფებს ჰუმანურად უნდა მოექცნენ. მძევლები დაუყოვნებლად უნდა გაათავისუფლონ", - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი