ღაზაში ერთადერთი ელექტროსადგური გაითიშა

გამოქვეყნდა:

ღაზაში საწვავის დეფიციტის გამო ერთადერთი ელექტროსადგური გაითიშა. შესაბამისად, მოსახლეობას შუქი არ მიეწოდება.

ღაზაში მცხოვრები პალესტინელები ელექტროენერგიისთვის გენერატორებს დაეყრდნობიან.

ისრაელმა ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და შეწყვიტა ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, საქონლისა და წყლის მიწოდება.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი