დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება | Эхо Кавказа

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ორ თვეში ამოქმედდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ადამიანი გათავისუფლდება ციხიდან.

როგორც Эхо Кавказа-ს ე.წ.-მა დეპუტატმა დაუთ ხუტაბამ განუცხადა, ამნისტია ოთხ ვეტერანზე გავრცელდება და ის ირაკლი ბებუას არ შეეხება.

"არა, ამნისტიას ვერ მიიღებს [ირაკლი ბებუა]. თავიდან ჩვენც ვიფიქრეთ ამ სიტუაციაზე. თუმცა გამარჯვების ოცდაათი წლისთავის დღეს, რომ გავათავისუფლოთ ის კაცი, რომელმაც ჩვენი დროშა დაწვა, ვფიქრობ, ეს იქნება მკრეხელობა და ის ამნისტიაში არ შედის. ამნისტია ის აქტია, როცა საერთოდ არ უნდა ინტერესდებოდე კონკრეტული ადამიანით, მისი ბედით, მხოლოდ იმ მუხლებით უნდა ინტერესდებოდე, რომლითაც ისინი ციხეში არიან. მაგრამ ეს იყო სიტუაცია, როცა მაინც იყო პირადი ინტერესი კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომ ამნისტია არ მიეღო. დიახ, ვთხოვე შსს-ს და დამიდასტურეს, რომ ეს პირი ამნისტიას არ ექვემდებარება," - განუცხადა მედიას ხუტაბამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 28 სექტემბერს მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო დადგენილება "ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტიის შესახებ."  

გადაწყვეტილების მიხედვით, პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. ასევე, გათავისუფლდებიან 5 წლამდე ვადით პატიმრობამისჯილი ვეტერანები, მოხალისეები, ზურგში მებრძოლი ვეტერანები და ქართულ-აფხაზური ომის ინვალიდები და ა.შ.

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება - ქრისტინე თაკალანძე და ირაკლი ბებუა, რომელიც სასჯელს აფხაზეთის დროშის დაწვისთვის იხდის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი