ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან კიდევ ერთი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა ისროლეს, ჩრდილოეთ ქალაქ ზარიტის მიმართულებით.
ეს უკვე მეექვსე სარაკეტო იერიშია, რომელიც ლიბანიდან ისრაელზე დღეს განხორციელდა. IDF ვარაუდობს, რომ თავდასხმების უკან ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა დგას.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.
IDF აცხადებს, რომ საარტილერიო დაბომბვით პასუხობს ლიბანიდან სარაკეტო იერიშს.