ქუთაისი-სამტრედიის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
"მთავარის" იმერეთის კორესპონდენტს თვითმხილველებმა უთხრეს, რომ იმ დროისთვის ეკიპაჟს პაციენტი არ გადაჰყავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.
განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "მთავარ არხს" განუცხადა, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია. უწყების თქმით, შემთხვევის დროს მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, თუმცა არ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 188 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.