პირდაპირი ავიამომისვლისა და უვიზო რეჟისმი ამოქმედების შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის კავშირების გაღრმავებაზე მიანიშნებს რუსული ბიზნესის ზრდა საქართველოს ბაზარზე. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანში 17 000-ზე მეტი ბიზნესსუბიექტია რეგისტრირებული, რომლებიც რუსული კაპიტალის მონაწილეობით ოპერირებენ.
ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, ყველაზე მეტი კომპანია რეგისტრირებულია ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში, შემდეგ კი საბითუმო და საცალო ვაჭრობაში. სპეციალისტები საფრთხეებზე საუბრობენ, რაც რუსული კომპანიების საქართველოში საქმიანობას მოსდევს.