სად მიდის ჯიჰადის კვალი | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას ევროპას ტერორიზმის ტალღამ გადაუარა - რადიკალური ისმალით შთაგონებული ერთ-ერთი ტერაქტის კვალი კი პირდაპირ საქართველოსთან მოდის. საფრანგეთის ერთ პატარა და მშვიდ ქალაქში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის უკან 15-დან 21 წლამდე ასაკის 4 ახალგაზრდა დგას. მკვლელი 20 წლის ინგუში მამაკაცია, რომლის მამამაც ახალგაზრდების ეს ჯგუფი გლობალური ჯიჰადის იდეას აზიარა. შვილი მოგუშკოვი და მისი ბიძაშვილები დაკავებულები არიან, საფრანგეთის პოლიციას კი ახლა კითხვები მამა მოგუშკოვთან აქვს, რომელიც 2018 წელს საქართველოში დაადეპორტეს.

წესით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს უწყება, რომელიც ამგვარი რისკების განეიტრალებაზე უნდა მუშაობდეს. თუმცა, პოლიტიკური რეპრესიების იარაღად ქცეული სუს-ი ეროვნულ უსაფრთხოებაზე მაღლა რუსეთის აგენტი ფარცხალაძის პირად კომფორტს აყენებს. მეტიც, როგორც გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებიდან გავიგეთ, სუს-ის ოფიცრებს ლამის გაუცილებიათ კაცი, რომელიც რუსულ ეფ-ეს-ბე-სთან თანაშმრომლობს და ვისი კავშირების და მავნებლობის გამოძიება სუს-ის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. ისევე როგორც, უნდა მუშაობდეს რადიკალური და ტერორისტული ჯგუფების გამოსავლენად და გასანეიტრალებლად.

განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ საფრანგეთის ტერორისტული აქტის უკან მდგომი მამა მოგუშკოვმა საქართველოში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იცხოვრა მშვიდად, და არც ისაა გამორიცხული, შეცვლილი სახელითა და იდენტობით დღემდე აქ იყოს. ჯერჯერობით სუს-ი არც მის მოძიებას აპირებს, არც დაკითხვას. როგორც ჩანს, ლილუაშვილის უწყებაში არ სცალიათ და რუსული კონსპირაციების თეორიების შეთხზვით ზედმეტად გართულები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი