ისრაელის თავდაცვის ძალები აცხდებს, რომ ბოლო დღეებში, ღაზის სექტორში განხორციელებული დარტყმების შედეგად, "ჰამასის" საჰაერო ძალების 5 მეთაური მოკლეს. უწყების ცნობით, "ჰამასის" საგარეო ძალების მეთაურები პასუხისმგებელნი იყვნენ 7 ოქტომბერს მომხდარ საჰაერო თავდასხმაში.
ცნობისთვის, 14 ოქტომბერს ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში "ჰამასის" საჰაერო ძალების მეთაური მოკლა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: