ნატანების იუსტიციის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ, ბანკომატი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტანეს და ეზოში გატეხეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დღეს დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, იუსტიციის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ.

თავდამსხმელებმა იქ დამონტაჟებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ბანკომატი გაიტანეს და იქვე იუსტიციის სახლის ეზოში გატეხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ თავდამსხმელებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს. დაწესებულება ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.

ადგილზე მობილიზებულები არიან კრიმინალისტები.

პოლიციამ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლში შესვლის უფლება არ მისცა.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ცნობისათვის, ბოლო წლებში ეს ნატანების იუსტიციის სახლიდან სწრაფი ჩარიცხვისა აპარატისა და ბანკომატების გატეხვის მეხუთე შემთხვევაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი