ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორში "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი, ჰასან ალ-აბდულა მოკლეს, რომელიც სარაკეტო თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი.
IDF ამბობს, რომ "ჰამასის" ლიდერი საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს. შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-აბდულას ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია დაზვერვისგან მიიღეს.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმებს "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრი შეეწირა.